სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, მერაბ ნინიძე გერმანულ სერიალში Doktor Ballouz მთავარ როლს შეასრულებს. ნინიძის პერსონაჟი გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩადის, ის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტო, ოთხფეხა მეგობართან, კატასთან ერთად იწყებს ცხოვრებას.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობისთვის გასული და მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებულია. მან მონაწილეობა მიიღო რეჟისორ დომენიკ კუკიას ფილმში, The Courier-ში, ბენედიქტ კამბერბაჩთან ერთად მიიღო და ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ფილმში შესრულებული როლისთვის, მერაბ ნინიძე „მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის“ კატეგორიაში, ბრიტანული დამოუკიდებელი კინოდაჯილდოების, BIFA-ს ნომინაციაზეა წარდგენილი.