LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ მეტრეველი: „ვიღაცებს თვითშეფასება გაეზარდათ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ მათ ირგვლივ ყველას კოვიდი დაუდასტურდა, ზოგს მეორეჯერაც და თავად ჯერ არც ერთხელ არ შეყრიათ…“

499
merabmetreveli

ტელეჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც აღნიშნავს, რომ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ კორონავირუსი ჯერჯერობით არ გადაუტანიათ:

„ვიღაცებს თვითშეფასება გაეზარდათ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ მათ ირგვლივ ყველას კოვიდი დაუდასტურდა , ზოგს მეორეჯერაც და თავად ჯერ არც ერთხელ არ შეყრიათ.
გადაწყვიტეს, რომ განსაკუთრებული იმუნიტეტი აქვთ, ან ღმერთის რჩეულები არიან და პოსტებს წერენ, ასეთები სად ვიკრიბებითო.
არადა, ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ ახლა გადააჭარბა საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მილიონს, ანუ სადღაც სამი მილიონი ადამიანია, ჯერ კიდევ, ვისაც თქვენსავით კოვიდი არ დამართნია არც ერთხელ, ანუ ინფიცირებულებზე სამჯერ მეტი, მეც მათ შორის ვარ, სხვათა შორის…“

ტელეჟურნალისტს კომენტარებში უწერენ, რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში გაცილებით დიდია და უფრო ბევრს აქვს გადატანილი, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები