ტელეჟურნალისტი მერაბ მეტრეველი იმ ქაოტურ გარემოს ეხმაურება, რომელიც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ინტერვიუს მოსაპოვებლად, სხვადასხვა არხის ჟურნალისტებსა და ოპერატორების გამო შეიქმნა.
მერაბი წერს, რომ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია:
„იმისთვის, რომ ჟურნალისტები ყოველი ასეთი ინტერვიუს დროს თავ-პირს არ ამტვრევდნენ ერთმანეთს, არსებობს მარტივი გამოსავალი: ყველა ტელევიზიამ ასეთ გადაღებებზე ჟურნალისტები უნდა გაუშვას ე. წ. ანკესებით (მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხი) და ჟურნალისტს მოთხოვოს, რომ დადგეს ოპერატოროს უკან და იქიდან გამოყოს ანკესი. ასეთ დროს არც თავ-პირის ლეწვა მოუწევთ ერთმანეთისთვის, არც რესპონდენტისთვის მიკროფონის ცხვირში შეთხრა და არც ოპერატორებს მოუწევთ ყვირილი, ჩაიკუზეთო. ასე ხდება ყველგან ( ნუ გამონაკლისებიც იარსებებს, ალბათ).
მეორე რჩევა: იმისთვის, რომ ასეთი ზედახორა და თავ-პირის მტვრევა არ იყოს ინტერვიუების დროს, საჭიროა ტელევიზიებმა ასეთ გადაღებებზე ბავშვები არ გაუშვათ. მე რომ ტელევიზიის დირექტორი ვიყო, პოლიტიკურ კორესპონდენტად 30 წელზე დაბლა ჟურნალისტს არ ვამუშავებდი“.