მერაბ კოსტავას ხელნაწერის საფუძველზე შრიფტი შეიქმნა. პროექტი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაბადებიდან 82 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს – ეძღვნება.
“მერაბ კოსტავას ხელნაწერები მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივს რუსუდან ბერიძემ 2019 წელს გადასცა. მერაბ კოსტავას მეუღლის თანხმობით შრიფტის მოხაზულობა ქართველი დისიდენტის, პოლიტიკოსისა და პოეტის ლექსების ხელნაწერიდან არის აღებული”, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შრიფტის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/1neEr1u.
მერაბ კოსტავას ხელნაწერები ეროვნულ არქივშია დაცული, მისი შრიფტი კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა.