LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო “პრომეთე” გადაეცემა

64

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში”, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო “პრომეთე” გადაეცემა და ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, მისი ფილმი „დიდი მწვანე ველის” სპეციალური ჩვენება გაიმართება.

კინოსა და ვიდეო-ხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა „არსენალმა”, წელს 3 ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის “დიდი მწვანე ველი”, რომელიც ფესტივალის სპეციალურ ჩვენებაში სწორედ განახლებული ფორმატით იქნება ნაჩვენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები