LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მერაბ ძმაო, ნამდვილი ჩემპიონი ხარ” – როგორ მიულოცა ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილს გამარჯვება

3797
befunky-collage-2024-02-22t001137.611-2024-02-22_00-11-46_335778

მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე ცნობილი მებრძოლი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

როგორც სოციალურ ქსელში გიორგი კიკნაძე წერს, სეხუდო ბრძოლის მეორე დღეს მერაბთან მივიდა და გამარჯვება მიულოცა.

,,ბრძოლის მეორე დღე. სეხუდო მივიდა მერაბთან და გამარჯვება მიულოცა შემდეგი სიტყვებით: მერაბ ძმაო, ნამდვილი ჩემპიონი ხარ. შენ დაიმსახურე გამარჯვება. ქამარი ნამდვილად შენ გეკუთვნის!”, – წერს გიორგი კიკნაძე, რომელიც მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი სპონსორი კომპანიის წარმომადგენელია.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.

ჩხუბს ადგილზე ესწრებოდა მარკ ცუკერბერგი, რომელიც მერაბ დვალიშვილის მხარდამჭერია.

ვიდეო: „ხედავდით, რამდენი ქართველი იყო აქ..დიდი მხარდაჭერა მივიღე, ძალიან ბედნიერი ვარ..ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ისტორიული გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა

“ცუკერბერგი მანიშნებდა, 30 წამი დაგრჩაო” – მერაბ დვალიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები