LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერაბ დარჩია” რეალურ ცხოვრებაში დაქორწინდა

4985

“ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი გამორჩეულად მხიარული პერსონაჟის, მერაბ დარჩიას რეალური ქორწილის შესახებ სოცქსელიდან გახდა ცნობილი. მსახიობი ზურა ნიჟარაძე დაქორწინდა. მისი ქორწილი ბათუმში შედგა და მას მისი ცნობილი მეგობრები ვახო ბიჭიკაშვილი, შოთიკო ნოზაძე და ნიკა არაბიძე დაესწრნენ.

სწორედ ვახომ გამოაქვეყნა ფოტო ზურას ქორწილიდან და მეგობარს გაბედნიერება მიულოცა.

ფოტოს სახალისო კომენტარები აქვს. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს: “პირველი ის ვიფიქრე, ნეტა, როგორი სიდედრი ეყოლება-მეთქი”. შეგახსენებთ, სერიალში მერაბ დარჩიას ძალიან შემაწუხებელი მეგრელი სიდედრი ჰყავს, ეგონა, რომელსაც მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი განასახიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები