LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკელი მეცნიერები მაიას პირამიდას გადააწყდნენ

34

მექსიკელი მეცნიერები მაიას პირამიდას სხვა პირამიდის შიგნით გადააწყდნენ. საინტერესო აღმოჩენის გაკეთებაში არქეოლოგებს ელექტროტომოგრაფიის უნიკალური მეთოდი დაეხმარა. ისინი მაიას ტომის წმინდა ქალაქ ჩიჩენ-ინცას იკვლევდნენ და „ელ-კასტილოს“ პირამიდის დეტალურად შესწავლისას სიურპრიზი დახვდათ. წინასწარი ინფორმაციით, პირამიდა ჩვ.წ. 500-800 წლებშია აშენებული. მისი სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, სიგანე კი 30 მეტრია. რაც შეეხება მთავარ პირამიდას, ის საუკუნებიის წინ ქარისა და წყლის ღმერთის სალოცავს წარმოადგენდა. ნაგებობა უძველესი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაა და 1988 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიცაა შესული. ზოგადად ქალაქი ტურისტთა შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად მის სანახავად მილიონობით დამთვალიერებელი ჩადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები