მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში რჩება. დაშავებულთაგან ბევრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მექსიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია Pemex-ში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აფეთქების მიზეზი მილსადენიდან ნავთობის უკანონო მოპოვება გახდა.
აფეთქების დროს ასობით მოქალაქე ნავთობსადენთან საწვავის წასაღებად თუნუქის ავზებით იყო მისული.
ნავთობის უკანონო მოპოვების გამო, მექსიკის ბიუჯეტი ყოველწლიურად სამ მილიარდ დოლარზე მეტს კარგავს.