მექას ხელისუფლებამ ”ბარსელონას” ფორვარდის ნეიმარის რეკლამა მოაშორა მომლოცველთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის.
ბანერებზე ბრაზილიელი ჰამბურგერს ჭამდა.
საუდის არაბეთში, მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქ მექას ხელისუფლებამ ქალაქი ”მაკდონალდსის” რეკლამისგან გაათავისუფლა. მიზეზი მორწმუნენთა გრძნობების შელახვაა.
მექა – მუსლიმების სალოცავი ცენტრია.
იმ ადამიანებისთვის, ვინც ისლამს არ მისდევს, მექაში შესვლა აკრალულია.