LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეოთხედ: მესი საუკეთესო ფეხბურთელი ერთხელაც გახდა და კლასიკოზე ილაპარაკა (ფოტოები)

61

ლიონელ მესიმ ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო მიიღო. ამ ტიტულს ესპანეთში წლის საუკეთესო მოთამაშეები იღებენ. არგენტინელი მეოთხედ ეუფლება ამ ჯილდოს.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

თუ “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” დაამარცხებს, მაშინ მათ შორის სატურნირო ცხრილზე 14 ქულიანი სხვაობა იქნება, რაც ლა ლიგის ჩემპიონის ბედს წყვეტს.

“მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვოთ, რადგან კლასიკო ყოველთვის საუკეთესო დაპირისპირებაა”.

“მადრიდის რეალი, მათი სტადიონი, გამარჯვება მნიშვნელოვანი უპირატესობაა”.

შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთი-არგენტინის დაპირისპირებაზე ფინალში, მან შემდეგი უპასუხა:

“ეს იქნება რაღაც წარმოუდგენლად კარგი, რომ მსოფლიო თასის ფინალში ვითამაშო”, – განაცხადა მან.

“პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჯგუფიდან გასვლაზე, რომელიც რთულია და შემდეგ ვნახავთ რა მოხდება”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები