ფეხბურთში ინოვაციები მკვიდრდება.
ფიფა დამატებით დროში მეოთხე ცვლილების წესს აგვისტოში გასამართ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოცდის.
ამის შესახებ ფიფას ახალმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში ფიფამ ასევე მოიწონა ვიდეოგამეორებების ტესტი და მის პრაქტიკაში გამოცდას 2017/18 წლების სეზონიდან გეგმავს.