LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია! – ბიჭი, რომელმაც თვალი დაკარგა

452
sula

“ქართველობის გამო ვიყავი იქ იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ყველაფერზე შემტკივა გული აბსოლუტურად… რუსეთი ოკუპანტია და ყოველთვის ვიტყვი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაგ აზრზე ვიქნები, – აცხადებს ბიჭი რომელმაც აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა.

გიორგი სულაშვილი ტელეარხ მესამესთან ინტერვიუში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ იქ მხოლოდ ქვეყნის სიყვარულის გამო იდგა:

“რუსეთი არის დამპყრობელი და საქართველო უნდა იყოს რუსეთის გარეშე. ჩვენი ბოლო ომი ყოფილიყოს რუსეთთან და სხვებს აღარ გამოეცადოთ ასეთი სიმწარე, რაც მე და მაკომ გომურმა გამოვცადეთ”, — ამბობს გიორგი სულაშვილი.

გიორგი სულაშვილი იხსენებს იმ მომენტსაც, როდესაც თვალში რეზინის ტყვია მოხვდა. ის ამბობს, რომ თვალის დაკარგვასთან ერთად სახის ძვლებიც დაუზიანდა და ახლა იმპლანტები უდევს.

“ვიდექი პარლამენტის კიბეებთან გვერდზე და გვერდიდანვე მესროლეს. გასროლის ხმა გავიგონე და ეგრევე მომხვდა. ეს არ იყო შემთხვევით ნასროლი, ეს იყო გამიზნულად გასროლილი. ელოდებოდნენ და მესროლეს”

 

 

ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. უკვე, მეათე დღეა, მოსახლეობა რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ და გიორგი გახარიას 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები