LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი4

პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს.

„იმედია ამ გამარჯვებით საბოლოოდ ამ დესტრუქციულ ძალაზე უარს ვიტყვით და მათაც რესურსი აღარ დარჩათ”-განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას და ასევე ეკონომიკას პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება.

ივანიშვილის თქმით, ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დატოვონ და კანონს იქით არ გაუშვან.

„ნურავის აქვს ილუზია, რომ რამეს მოახერხებენ და ამოატრიალებენ. მძიმე იქნება ეს ეკონომიკისთვის. ყოველდღიური მცდელობა, რომელსაც ესენი მოახერხებენ: არეულობის შექმნა და დაბალპროგნოზირებადი გახდება სტაბილურობა და სტაბილურობაზე კითხვები გაჩნდება, რა თქმა უნდა, ამას მიაღწევენ და ეს რა თქმა უნდა დააზარალებს ეკონომიკას”-განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერი ასევე ამბობს, რომ ნაციონალები არეულობას შეეცდებიან, მაგრამ არა აქვთ რესურსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები