არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ, არჩევნებზე მივალ და ორივე კანდიდატს გადავხაზავ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, როცა არჩევანი არ გაქვს, სჯობს, არჩევანის გაკეთებისგან საერთოდ თავი შეიკავო.
“რეალური კოალიცია ერთ მაგიდასთან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების დაჯდომას გულისხმობს და არა, ერთი აზრის მქონე ადამიანების ერთად ყოფნას“, – აცხადებს იოსელიანი
ლევან იოსელიანი ჩრდილოვან კაბინეტზე ოპოზიციის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იდეა სერიოზულ ამბად არ მიაჩნია
“ჯერ არჩევნები უნდა მოიგო და ასეთი კონსულტაციები ამის შემდეგ დაიწყო. ჩრდილოვან კაბინეტს აზრი მაშინ ექნებოდა, თუ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა ” – აცხადებს იოსელიანი
რაც შეეხება ოპოზიციის გამარჯვების შანსებს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი თვლის რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიცია ლიდერობდა, ან ოპოზიციის კანდიდატის მონაცემები სახელისუფლო კანდიდატის მონაცემებთან ახლოს იყო, შესაძლოა ოპოზიციამ შეძლოს გამარჯვება.
„თბილისში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას ნაკლებად ველი”, – აღნიშნავს იოსელიანი