LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეორე სიცოცხლე მაჩუქეს” – ადამიანი, რომელიც რეისზე სამი წუთით დაგვიანების გამო ეთიოპიაში ავიაკატასტროფას გადაურჩა

2199
collage

საბერძნეთის მოქალაქე რეისზე სამი წუთით დაგვიანების გამო ეთიოპიური ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა ეკატიმერინი “ წერს.

„თვითმფრინავი 08:15-ზე მიფრინავდა. გეითთან 08:03-ზე მივედი, თუმცა უკვე დაკეტილი იყო“, -ამბობს საბერძნეთის მოქალაქე, ანტონის მავროპულოსი, რომელმაც სოციალურ ქსელში ავიაბილეთი გამოაქვეყნა.

ის დედაქალაქ ნაირობიში გაერო-ს მიერ დაგეგმილ კონფერენციაზე მიემგზავრებოდა და გადაჯდომა ადის-აბებაში უწევდა.

„ვხედავდი, როგორ სხდებოდნენ თვითმფრინავში ბოლო მგზავრები და ვერაფერს ვაკეთებდი. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, გავაპროტესტე. ბოდიში  მომიხადეს და მომდევნო რეისის ბილეთი მომცეს, რომელიც სამი საათით გვიან უნდა შესრულებულიყო. მეც დაველოდე. მთელი ღამე არ მეძინა,  მეგობარმა მითხრა, რომ მეორე სიცოცხლე მაჩუქეს.

მეორე მხრივ, დავკარგე ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი და შემაძრწუნებელია იმის გაცნობიერება, რომ რამდენიმე წამმა მათი სიცოცხლე განსაზღვრა“, – ამბობს ანტონის მავროპულოსი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10218365926315077&set=a.10203865189485719&type=3&theater

 

ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა.

ავიაკატასტროფა 10 მარტს დილით, ადგილობრივი დროით 08:44 საათზე მოხდა. თვითმფრინავი აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. ავიაკატასტროფის გამო ეთიოპიამ 11 მარტს გლოვა გამოაცხადა.

მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ავიალაინერის მგზავრთა შორის გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი, სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები, ასევე „სბერბანკის“ ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები