აუქციონის სახლმა RM Sotheby’s გასაყიდად სუპერქარი Ferrari LaFerrari Aperta გამოიტანა. ეს ავტომობილი ერთ-ერთია 210 ეგზემპლარიდან და მას მხოლოდ 2,4 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი. აუქციონის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ავტომობილი 9 მილიონამდე დოლარად შეფასდება, მაშინ როცა ახალი „აპერტა“ მხოლოდ 2,2 მილიონი დოლარი ღირს.
ავტომობილი ამერიკელმა კოლექციონერმა 2016 წელს შეიძინა და სპეციალური შეკვეთით ბევერლი-ჰილზზე გამოიწერა. ჰიპერქარს ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც იმ დროს იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის გამორჩეულად აღსანიშნავი კი მოძრავი სახურავია.
ჰიპერქარი 963 ძალის ჰიბრიდული ძრავითაა უზრუნველყოფილი, რაც 6,3 ლიტრის V12 აგრეგატს გულისხმობს. 0-დან პირველ „ასეულს“ Aperta 3 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს შეადგენს.