დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამზირზე ორი ღამის განმავლობაში დაწესდება საგზაო მოძრაობის ნაწილობრივი და სრული შეზღუდვა. ნაწილობრივი შეზღუდვა გავრცელდება შევჩენკოს სახელობის სკვერიდან – პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პეტრიაშვილის ქუჩის მონაკვეთიდან – თბილისის საკონცერტო დარბაზამდე.
სამუშაოები ორი ღამის განმავლობაში 5 და 6 დეკემბერს განხორციელდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.