LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Meliora 2020 – საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი გამარჯვებულებს გამოავლენს

101
Meliora-Banner

2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020″-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება.

წლევანდელი კონკურსი, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ტარდება, კომპანიებს იმ პროექტებისა და თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვებს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეაფასა კონკურსში წარდგენილი პროექტები სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობისა და შედეგებზე მდგრადობის მიხედვით. კონკურსის ჟიური შედგებოდა უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ისრაელი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანიები პანდემიით გამოწვეული კრიზისის გასამკლავებლად განხორციელებული პროექტებისთვის შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:

• თანამშრომელთა მხარდაჭერა
• მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა
• საზოგადოების მხარდაჭერა და მცირე ბიზნესის და
• დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა

კონკურსის შესახებ

კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება. Meliora – 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძნდა. ამ სამი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო კომპანიამ 200-ზე მეტი განხორციელებული CSR პროექტით მიიღო. Meliora – საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და საზოგადოებაში ცნების პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.meliora.ge

მხარდაჭერა

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იმართება, როგორიც არის:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია;
  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური;
  • ავსტრიის საელჩო საქართველოში;
  • უნგრეთის საელჩო საქართველოში;
  • შვეიცარიის საელჩო საქართველოში;
  • შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში;
  • იტალიის საელჩო საქართველოში;
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV);
  • საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
  • ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF);
  • ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC);
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG);
  • საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია;
  • საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა;
  • ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA);
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC);
  • საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA).

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის სპონსორია კომპანია Moore ABC.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: Meliora 2020 ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივაემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და  გამოცდილებას.

ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ:  

CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); გამოსცა სახელმძღვანელო CSR-ის თემაზე მცირე და საშუალო კომპანიებისათვის; ასევე პირველად ჩაატარასაქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები