დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ისტორიული მნიშვნელობის გამო ცერემონიის ყველა დეტალი მსოფლიო მასშტაბით განხილვის საგანი გახდა. განსაკუთრებული რეზონანსი კი მელანია ტრამპის საჩუქარმა გამოიწვია – მან მიშელ ობამას სასაჩუქრე ყუთი ოფიციალური ფოტოს გადაღების წინ, რამდენიმე წამით ადრე გადასცა (ობამებთან მისვლისთანავე), მიშელმა კი ვერ იპოვა ადამიანი, ვისაც საჩუქარს გადააბარებდა, სურათის გადასაღებად რომ მომზადებულიყო.
საბოლოოდ, ყუთი ყოფილ პირველ ლედის ქმარმა, ბარაკ ობამამ გამოართვა და მომსახურე პერსონალს სთხოვა, წაეღოთ.
უხერხული მომენტი სოციალური ქსელების ყველაზე პოპულარულ ვიდეოებს შორის მოხვდა.
ამჟამად კი ამერიკული მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები ცდილობენ, გაარკვიონ, რა იდო Tiffany – ს ცისფერ ყუთში, თუმცა პირველი ლედის საჩუქარზე კომენტარს თეთრ სახლში არ აკეთებენ. “ტვიტერის” მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ მელანიამ მიშელს სამკაული აჩუქა.