LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი პეკინში ჩინური მოტივებით გაფორმებული კაბით ჩავიდა

95

მელანია ტრამპი პეკინში ჩინური მოტივებით გაფორმებული კაბით ჩავიდა. დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის 11 დღიანი აზიური ტური გრძელდება: სამხრეთ კორეის შემდეგ პრეზიდენტი და პირველი ლედი ჩინეთში ჩაფრინდნენ. ყოველ ახალ ქვეყანაში ჩასვლისას კი ცნობილი წყვილის საპატივცემულოდ სადღესასწაულო ცერემონია იმართება ხოლმე. ეს ცერემონიები კი საინტერესო არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ მოდის თვალსაზრისითაცაა. მოდის სამყაროს წარმომადგენლები ყოველ ჯერზე დიდი ინტერესით ელიან იმას, თუ  რას ჩაიცმევს მელანია, რომელ დიზაინერზე თუ ბრენდზე შეაჩერებს ის არჩევანს. პეკინში ჩასულმა პირველმა ლედიმ კი კრიტიკოსები ძალიან გააკვირვა, როდესაც უპირატესობა მისი სტილისთვის უჩვეულო, ჩინური მოტივებით გაფორმებულ კაბას მიანიჭა. როგორც ჩანს, მელანიას ამ ნაბიჯით ადგილობრივი კულტურის დაფასება სურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები