LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელ გიბსონი მეორე მსოფლიო ომზე ფილმს გადაიღებს

227

მელ გიბსონი მეორე მსოფლიო ომზე ფილმს გადაიღებს, რომელიც ჯონ უიკუვიტსას წიგნზე „Hell from the Heavens“ იქნება დაფუძნებული.

სიუჟეტი იაპონური ეკიპაჟის წევრებს შორის განვითარდება, რომლებიც ამერიკელი მებრძოლების წინააღმდეგ გამოდიან. ფილმის პრემიერა მომავალ წელს იგეგმება.

მელ გიბსონმა მსოფლიო პოპულარობა ფილმებით „ტიმი“ და „შეშლილი მაქსი“ მოიპოვა. მისი პირველი რეჟისორული ნამუშევარი 1993 წელს გადაღებული ფილმია „სახის გარეშე“, მოგვიანებით მან კიდევ ერთი კინოჰიტი „მამაცი გული“ გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები