LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხუთე მცდელობაც ჩავარდა – „რიყის დოქები” ისევ არავინ იყიდა

172
fe3cfa7c2047ac5528942e23287cbe33

ე.წ. “რიყის დოქები” ისევ არავინ იყიდა. აუქციონი 12 იანვარს დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „რიყის დოქები” მეხუთედ აუქციონზე გასული წლის 29 დეკემბერს გამოიტანა. ამჯერად, დაახლოებით, 17 მლნ ლარით ნაკლებად – 30 მლნ ლარად.

შეგახსენებთ, თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. ამის შემდეგ, მთავრობას „რიყის დოქების“ გაყიდვის კიდევ რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მათ შორის 71 250 000 ლარად და 47 500 000 ლარად, თუმცა უშედეგოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები