LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხიკოში სამუშაო დღეებში ავტომობილებით გადაადგილების მორიგეობა დაწესდა

8

მექსიკის დედაქალაქში ავტომობილების რიცხვი 40%-ით შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობამ მარტში მიიღო. რეგულაცია რამდენიმე დღეა ამოქმედდა. გადაწყვეტილების მიხედვით მეხიკოში ყოველი მეხუთე მანქანა სამუშაო დღეებში ქუჩებში აღარ გამოდის. დღე როდესაც ავტომობილის მფლობელს ექნება ქალაქში გასვლის უფლება დამოკიდებულია მის ნომერზე, რომელიც მას წინასწარ აქვს მინიჭებული.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჰაერის დაბინძურების პრობლემა გახდა. ქალაქის მთავრობის ცნობით, ცხელი და მშრალი ამინდი ხელს უწყობს მეხიკოში ჰაერის დაბინძურებას. ამ დროისთვის ჰაერში ოზონის დონე 1.9-ჯერ მაღალია ნორმასთან შედარებით.

ავტომობილებზე შეზღუდვა გაზაფხულის სეზონზე იმოქმედებს და იგი ივნისისთვის გაუქმდება. აკრძალვის შედეგად იმედოვნებენ, რომ მექსიკის დედაქალაქში ჰაერი შედარებით გასუფთავდება.

თუმცა, გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები მნიშვნელოვან შედეგს არ გამოიწვევს, ვინაიდან ქალაქში ჰაერის დაბიძნურებას ხელს უწყობს ასევე საწარმოები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

2014 წლის მონაცემებით, მეხიკოში 4.7 მილიონი ავტომობილი იყო დარეგისტრირებული.

 

წყარო: ipn.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები