საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა ყირიმელის, ინფორმაციით, 27 თებერვალს ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ცეცხლი ორ სართულზე – ნულ და მესამე სართულზე დახვდათ.
მამუკა ყირიმელის განმარტებით, რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილზე კვლავ რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მამუკა ყირიმელის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ადგილზე მოსვლა გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში მოხდა. შესაბამისად, ის გამორიცხავს დაგვიანებას.
27 თებერვალს „ქალაქის გულში“ ხანძარი გაჩნდა, როს შედეგადაც 3 ათასზე მეტი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.