Daily Mail: “არსენალი“ ეძებს უნაი ემერის შემცვლელს. კანდიდატები არიან პოჩეტინო, ალეგრი და არტეტა.
The Telegraph: აბრამოვიჩმა გადაიფიქრა „ჩელსის“ გაყიდვა.
„მაინცი“ პირველი კლუბია ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც 4 გოლი გაიტანა გასვლაზე უმცირესობაში თამაშისას.
მარკო ვან ბასტენმა პირდაპირ ეთერში ნაცისტური მისალმება წარმოთქვა, როდესაც ჟურნალისტის გერმანულ აქცენტზე აკეთებდა კომენტარს. მან ბოდიში მოიხადა.
„მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ 12 შეხვედრაში გაუშვა. ეს უარესი სერიაა 34 წლის განმავლობაში.
დე ხეა მეკარეებს შორის „მანჩესტერის“ ჩატარებული მატჩების მიხედვით მესამე ადგილზე გავიდა. შმეიხელამდე 22 თამაში რჩება.
„მონაკო“ ჩემპიონატის 14 ტურში 6 გაძევება აქვს – ყველაზე მეტი ტოპ 5 ჩემპიონატებში.
სალაჰი, მანე, ობამეიანგი, მარეზი, კულიბალი და ჰაკიმი – აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტები არიან.
„ჩივას გვადალახარას“ მეკარემ ხოსე როდრიგესმა საოცარი გოლი გაიტანა მექსიკის ჩემპიონატის ბოლო ტურში, მისმა გუნდმა კი „ვერაკრუსი“ დაამარცხა 3:1.
— Drafts 2.0 (@drafts_2) November 24, 2019
ჩირო იმობილე ყველა დროის „ლაციოს“ ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადავიდა.
სერია ა-ს მატჩი „ლეჩესა“ და „კალიარს“ შორის შტორმის გამო გადაიდო.
ალეგრი დაესწრო „ნაპოლის“ თამაშს და შეხვდა კლუბის წარმომადგენლებს.
მბაპე იმაზე, თუ ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“: „მესი. ინდივიდუალურად ის საუკეთესო იყო“.