შოტლანდიური კლუბის მეკარემ 23 წუთში სამი პენალტი მოიგერია.
”დანდი იუნაიტედის” გოლკიპერი კემი ბელი ალბათ ტოპ-კლუბების ინტერესის საგანი გახდა.
ეს იშვიათი ამბავი შოტლანდიის ჩემპიონშიპის შეხვედრაში მოხდა ”დანფერმლაინის” წინააღმდეგ. მე-9 წუთზე ბელმა გევინ რაილის დარტყმა მოიგერია, 27-ე წუთზე ნიკი კლარკს აჯობა, ხუთ წუთში კი პოლ მაკმალანს აუღო.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მერე თამაში ”იუნაიტედმა” მოიგო – 3:1.