ჩინეთში, სპეც-საღამოზე, კომპანია Meizu-მ საავტორო ხაზის MX-ის ახალი წარმომადგენელი, სმარტფონი MX6 დააანონსა.
მოწყობილობა 4 ფერში იქნება წარმოდგენილი – ვარდისფერში, ვერცხლისფერში, ოქროსფერსა და მუქ ნაცრისფერში.
დივაისი აღჭურვილია 5.5 დიუმიანი FullHD დისფლეით, რომელსაც კომპანია Sharp დაამზადებს. პროცესორი კი MediaTek-ის Helio X20 იქნება, 4 GB ოპერატიულით, 32 შიდა მეხსიერებით და 3060 Mah ბატარეით, Meizu-ს ახალი ,,სათამაშო’’, საკმაოდ მსუყე მონაცემებით ტექნიკის ფანების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.
რაც შეეხება MX6-ის კამერას, იგი აღჭურვილია 12 მეგაპიქსელიანი სენსორით – IMX386, რომელიც Sony-ს მიერაა შემუშავებული სპეციალურად ამ სმარტფონისთვის. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მოწყობილობა ფოტოების იღებს უფრო სწრაფად, ვიდრე Samsung Galaxy S7-ის კამერა.