LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა ქუჩის საუკეთესო კერძების სიაში ლიდერობენ

409
collage

მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა აშშ-ში აღიარეს. ქართული კერძები ე.წ. ქუჩის საკვების საუკეთესო ათეულში მოხვდა.

როგორც ამერიკული ჟურნალი Forbes იუწყება, ქუჩის საუკეთესო კერძების რეიტინგი ვაშინგტონის მოდური რესტორნების Compass Rose-ის და Maydan  -ის მფლობელმა როუზ პრევიტმა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული კერძების ძიებაში პრევიტი და მისი გუნდი მთელს მსოფლიოში მოგზაურობენ, მათ შორის რამდენჯერმე საქართველოშიც იმყოფებოდნენ.

საბოლოო ჯამში, 30 ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ, როუზ პრევიტი ქუჩის საუკეთესო საკვებს ასახელებს და სწორედ ამ სიაში მოხვდა: მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა.

ცნობისთვის, პრევიტის რესტორნებში Compass Rose და Maydan -ში მოხმარებელს უცნობი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვს. აქცენტი ძირითადად ქუჩის საკვებზე კეთდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები