LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრულ ფუტკარს გამრავლებისთვის ამზადებენ

582

მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.  ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ლაბორატორიის აღჭურვა უახლოეს მომავალში დასრულდება.

როგორც „ფოტუნას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მუხურის ბაზა სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს ქართული ფუტკრის თვისებებზე  ფართომასშტაბიანი კვლევები აწარმოონ.

მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად მნიშვნელოვანი  კვლევები მიმდინარეობს. განხორციელებული ექსპედიციების შედეგად მოძიებულ იქნა საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახები და ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა, ანუ სანაშენე მასალის წარმოება,“- განაცხადეს სამინისტროში.

ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს.

ახლო პერიოდში  სანაშენე მასალა გავრცელდება რეგიონებში, რაც ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად 35%-ით გაზრდის პროდუქტიულობას.