LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრელიშვილი: „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა

136
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა. უბრალოდ, ამის გაკეთება არ შეიძლება. ისეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაც დეოლიგარქიზაციას მომავალში მაინც აგვაცილებს“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი რაღაც უნდა გაკეთდეს, რაც დეოლიგარქიზაციას მომავალში მაინც აგვაცილებს.

„სისტემური მიდგომა რა არის იცით? – საკონსტიტუციო ცვლილებებით დაბალი საარჩევნო ბარიერი შემოვიღოთ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენცია შეიქმნას, რაც სისტემურად დაგვიცავს დეოლიგარქიზაციისგან და თან დროში, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება იმის, რომ რომელიმე ერთ ადამიანს ან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ხელში სრულად ხელისუფლება ჩაუვარდეს. ჩვენ ასეთი სისტემური მიდგომის მომხრე ვართ – ისეთი რაღაცები გავაკეთოთ, რაც ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკურ საქმიანობას არ აუკრძალავს“.  – განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, 21 მარტს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე – მუხლობრივი განხილვის მოსმენაზე დააბრუნა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კანონპროექტის მესამიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა გახდა.

დღეს კი, საკითხზე კომენტირებისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.