LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგონა, რენე ზელვეგერი ბრიჯიტ ჯონსის როლს ვერ შეასრულებდა“ – ჰიუ გრანტი ყველასათვის საყვარელ ფილმს იხსენებს

567
page

2001 წელს ყველასათვის საყვარელი რომანტიკული კომედია „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“ გამოვიდა, სადაც მთავარ როლებს რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი ასრულებენ.

ახლახანს ჰიუ გრანტმა ფილმის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას იმაშიც გამოუტყდა, რომ თავდაპირველად რენე ზელვეგერში არ იყო დარწმუნებული და სამსახიობი ქასთით უკმაყოფილოც კი გალხლდათ.

„მე რენეს არ ვიცნობდი და თავიდან მეგონა, რომ ის ბრიჯიტის სახასიათო როლს ვერ შეასრულებდა, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი, მან საკუთარ თავზე ბრწყინვალედ იმუშავა და შესანიშნავად მოირგო ჯონსის როლი“, – აცხადებს ჰოი.

საბოლოოდ ფილმმა არნახულ წარმატებას მიაღწია და 281,9 მილიონიც გამოიმუშავა.

შეგახსენებთმ, სულ ცოტა ხნის წინ გრანტმა რენე ზელვეგერის შესახებ განაცხადა, რომ მათ დღემდე ახლო მეგობრობა აკავშირებთ და ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ეკონტაქტებიან.

„მე რენე ძალიან მიყვარს, ის ჩემი ტელე-პარტნიორების იმ ძალიან მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებთანაც არასდროს მიჩხუბია, ჩვენ დღემდე ხშირი მიმოწერა  გავქვს.“ – განაცხადა 60 წლის ჰიუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები