LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგონა მტოვებდნენ: კვარაცხელია და მიქელთაძე „რუბინში“ გადავიდნენ

132
hvicha-kvarachelija_1302242

Transfermarkt-ის მონაცემებით, ყაზანელებმა 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.

გარდა ამისა, „რუბინის“ ფეხბურთელი გახდა 21 წლის ფორვარდი ბექა მიქელთაძე (კვიპროსულ „ანორთოსისში“ გამოდიოდა). ისიც თავისუფალი აგენტი იყო.

მანამდე კი ყაზანელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა 18 წლის ჰავბეკმა ზურიკო დავითაშვილმა.

ბექა მიქელთაძე

ხვიჩა კვარაცხელია: „ვფიქრობდი „ლოკოში“ სეზონი გამეტარებინა, ჩემი წასვლა არ ყოფილა დაგეგმილი“.
მოსკოველ რკინიგზელთა ნახევარმცველმა გუნდიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში მადლობა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და თითოეულ თანამშრომელს, გულშემატკივრებს. ეს ჩემთვის საუკეთესო 6 თვე იყო.

მე გავიზარდე არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი. დიდი მადლობა იური სიომინს, რადგან ისეთ კლუბში თამაშის საშუალება მომცა, როგორიც „ლოკომოტივია“.

რაც შეეხება ჩემს წასვლას, ეს დაგეგმილი არ ყოფილა. ვიცოდი, რომ მთელი სეზონი უნდა მეთამაშა და მიხაროდა. სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები