LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგობრებო, გთხოვთ გააზიაროთ ვიცი, ყველას გაინტერესებთ მარიამის ამბები – რას წერს ვარლამ წიკლაური

697
ფორტუნა - 2023-09-01T215617.087

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, სამი ოპერაციის თანხა ვერ შეგროვდა. მაგრამ საზოგადოების დახმარებით მარიამი ორსაბათს გაემგზავრება თურქეთში.

„მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ?ვიცი, ყველას გაინტერესებთ მარიამის ამბები.
სამწუხაროდ, სამი ოპერაციისთვის საჭირო თანხა ვერ შეგროვდა,მაგრამ საზოგადოების და შესაბამისი სამსახურების დახმარებით, მარიამი ორშაბათს გაემგზავრება თურქეთში.

ოპერაცია ჩანიშნულია ოთხშაბათს. თანხა, რომელიც კლინიკამ უთხრა მარიამს სამივე ოპერაციისთვის, აკლდება 5 000 დოლარი. იმედია ვიდრე მარიამი საოპერაციო ბლოკში შევა ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უპრეცენდენტო მობილიზებას, რომ მარიამს სანერვიულო არ ქონდეს, საიდან და როგორ მოიძიოს დარჩენილი თანხის ნაწილი. ძალიან სოლიდურ თანხაზეა საუბარი და ამიტომ გაჭირდა სრულად შეგროვება. მარიამი გამარჯვებული უნდა დაბრუნდეს საქართველოში!

მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს ბოლოს, 2022 წლის ზაფხულში ფილტვსა და გულთან არსებული მეტასტაზები ამოკვეთეს, რის შემდეგაც გადიოდა მუდმივ რეაბილიტაციის კურსს.
სამწუხაროდ, დაავადებამ კვლავ რეციდივი მოგვცა, ამჯერად მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და დამატებითი კვლევები, რომლებიც საქართველოში არ ტარდება!???
GE96TB7722645061600017, მიმღები- მარიკა ჭელიძე“, – წერს ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში.

?მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ?ვიცი ყველას გაინტერესებთ მარიამის ამბები.

სამწუხაროდ, სამი ოპერაციისთვის საჭირო თანხა ვერ…

Posted by Varlam Tsiklauri on Friday, 1 September 2023

„ისე როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მარიამს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა…2016 წლიდან ებრძვის სიმსივნეს და მუდმივად კვლევებს საჭიროებს” – ვარლამ წიკლაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები