LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო, ფასების დაკლების ილუზიას ნუ შეიქმნით: თუ იგივე დარჩა ფასები, ეს იქნება უდიდესი შედეგი“ – რას ამბობენ ლარის გამყარებაზე

64
produqtebi

„მეგობრებო, ფასების დაკლების ილუზიას ნუ შეიქმნით, ასე არ ხდება ეკონომიკაში,“– ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს, რომელიც ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ ქვეყანა რასაც მოიხმარს, (სურსათი, ტანსაცმელი და ა.შ) 80% ზე მეტი არის იმპორტირებული.

„ფასწარმოქმნა ხდება მწარმოებელ ქვეყანაში ადგილობრივ ვალუტაში, თუმცა საერთაშორისო ვაჭრობა მიდის, ძირითადად, დოლარსა და ევროში. იმპორტიორებმა ეს საქონელი შეიძინეს (გარკვეული რეზერვებით) ძველი კურსით (1 GEL=3.15 USD). ვერ გააიაფებენ იმიტომ, რომ უნდა ამოიღონ ის თანხა, რაც გადახდილი აქვთ და შემოიტანონ ახალი რეზერვები. უფრო რომ გავამარტივოთ, თქვენ შემოგაქვთ პირობითად მობილური ტელეფონის დამტენები. ეს იყიდეთ ჩინეთში, სადაც გადაიხადეთ პირობითად 1000 დოლარი (3.15 კურსით) ტრანსპორტირება + ლოჯისტიკა საშუალოდ 2 თვე. და დღეს რომ კურსი 2.9 ლარია დოლართან, ანუ რას იზამთ იაფად გაყიდით? ქველმოქმედები ხართ? მეტსაც გეტყვით. ჩვენთან დოლარი გაიაფდა საშუალოდ 10 თეთრით და ამის პარალელურად ტრანსპორტირება და საზღვარგარეთ პროდუქტი საშუალოდ გაძვირდა 20% – ით“, – ამბობს ოთო აბესაძე და იქვე დასძენს, რომ ფასები კი არ შემცირდება, არამედ მინიმუმ 10% ით გაიზრდება.

„თუ იგივე დარჩა ფასები და არ გაიზრდება, ეს იქნება უდიდესი შედეგი და მაქსიმალური “გაწურვა” იმპორტიორებისგან“, – ამბობს ეკონომისტი ოთო აბესაძე.

ამავე თემაზე გააკეთა რამდენიმე დღის წინ კომენტარი დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამაც. „უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში, არაფერი არ იქნება“- ასე ეხმაურება ივა ჭყონია ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას. მისი თქმით, სხვა ბევრ მიზეზებთან ერთად, პროდუქციაზე ფასი ლარის მიმართ დაბალი ნდობის გამოც ვერ დაიწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები