LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგობრებმა ქორწილში დააგვიანეს და ამის გამო სიძეს სასამართლოში უჩივლეს

47
Haridwar-groom-sued-by-friends-for-Rs-50-lakh

ინდოეთში მეგობრებმა სიძეს სასამართლოში უჩივლეს და ფულადი კომპენსაცია მოსთხოვეს იმის გამო, რომ საქორწინო ცერემონია მათ გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას Economic Times ავრცელებს.

სასიძომ სახელად რავიმ, თავის მეგობარს ჩანდრაშეხარს ქორწილის მოსაწვევების დარიგებაში დახმარება სთხოვა. მეგობარი დათანხმდა და როგორც მოსაწვევში იყო აღნიშნული, საქორწინო ცერემონია 17:00 საათზე დაიწყებოდა.

ადგილზე „დროულად“ მისულმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაფერი დასრულებული იყო და სიძე სტუმრებთან ერთად წასულიყო. მათ მაშინვე რავის დაურეკეს და პასუხად ის მიიღეს, რომ ძალიან დააგვიანდათ და სახლში წასულიყვნენ.

ასეთმა პასუხმა ჩანდრაშეხარი და სხვა მეგობრები კიდევ უფრო მეტად გააბრაზა. დაცინვისა და არასერიოზული მიდგომის გამო მათ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. დაზარალებულები მორალური კომპენსაციისთვის 500 ათას რუპიას ითხოვენ. გარდა ამისა, მათ სურთ, რომ სიძემ საჯარო ბოდიშიც მოიხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები