LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგობრებმა კუნძული იყიდეს და თავისი სახელმწიფო დააარსეს

65
resize

ორმა მეგობარმა შეაგროვა ფული, რათა კარიბის ზღვაში თავისი კუნძული ეყიდა. გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, ამ კუნძულზე მათ თავისი სახელმწიფო დააარსეს.

გარეტ ჯონსონმა და მარშალ მაიერმა პროექტი Let’s Buy An Island (მოდი ვიყიდოთ კუნძული) 2018 წელს წამოიწყეს. ფულის შეგროვება დაიწყეს, რათა ეყიდათ კუნძული, გადაექციათ ის ტურისტულ ცენტრად და თავადაც საცხოვრებლად იქ გადასულიყვნენ.

2019 წლისთვის მეგობრებმა 327 ათასი დოლარის შეგროვება შეძლეს, შემდეგ 4,8 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის კუნძული Coffee Caye იყიდეს. ახალ ქვეყანას აილენდია დაარქვეს.

მართალია, ახალი სახელმწიფო ჯერჯერობით აღიარებული არ არის, თუმცა თავისი დროშა და ჰიმნი უკვე აქვს, ხელისუფლებაც ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები