„მეგიზე იმდენი გამოძიება არ არის დაწყებული, რამდენიც ჩემზე,”- ეს განცხადება გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლემ ახალციხის პოლიციაში თითქმის 4-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა მანუჩარ კობახიძემ მედიასთან თქვა, რომ საავადმყოფოში სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული. მისივე თქმით, გამოკითხვაზე ჰკითხეს, თუ რა ნახა საავადმყოფოში მისულმა, მას შემდეგ რაც მეუღლის შეუძლოდ გახდომაზე ინფორმაცია მიიღო.
„მეგიზე იმდენი გამოძიება არ არის დაწყებული, რამდენიც ჩემზე. ჩემზე 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, ნივთის დაზიანებაზე. ასევე, კითხვები დამისვეს, რა მოხდა საავადმყოფოში, რა ვნახე. ყველაფერზე პასუხი გავეცი. ჩემს პოზიციას შემდეგ გაგაცნობთ. საქმეს ბოლომდე მივიყვან“, – განაცხადა მანუჩარ კობახიძემ.
მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში “ასტრაზენეკა” ჩაერთო – რა მოითხოვა კომპანიამ