LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეგის სიცოცხლის ბოლო წუთებში გაჟღერებული მოწოდებები, ჰუმანიზმსა და კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურებოდა” – ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია

160
BeFunky-collage (22)

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ახალგაზრდა მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ასოციაცია ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომლის ღიად დატოვებაც ზიანს აყენებს ქართულ მედიცინას.

“ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს და ქვეყანას.
Ჩვენი კოლეგის გარდაცვალება მძიმე ადამიანური ტრაგედიაა, რომლის გამომწვევი მიზეზების ცოდნა უაღრესად მნიშნელოვანია, როგორც დაღუპულის ოჯახისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, Რომელიც თვალყურს ადევნებს ვაქცინაციის მიმდინარეობას მთელ მსოფლიოში.

Დროული და ობიექტური დასკვნის გარანტად, მოკვლევების გამჭვირვალედ, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად წარმართვა მიგვაჩნია. Სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომლის ღიად დატოვებაც ზიანს აყენებს ქართულ მედიცინას და ცხადია, ვაქცინაციის ისედაც შეფერხებით მიმდინარე პროცესს.

Მეგი ბაქრაძის შემთხვევა, ადამიანურთან ერთად, არის კოლეგების, საზოგადოების, ქვეყნის ტრაგედია და ის თავისი მნიშვნელობით, იმსახურებს გახდეს დამოუკიდებელი, პროფესიონალური მოკვლევის პრეცენდენტი, Რომელიც პასუხს გასცემს კითხვაზე, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი – სისტემის/დაწესებულების გაუმართაობა, საექიმო შეცდომა, შეუქცევადი პათოლოგიური პროცესი თუ რამდენიმე ფაქტორი ერთად.
Მეგის სიცოცხლის ბოლო წუთებში გაჟღერებული მოწოდებები, ჰუმანიზმსა და კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურებოდა. ის უნდა გახდეს კოვიდ-19 ბრძოლაში არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოების, არამედ მთელი მოსახლეობის გაერთიანების საფუძველი.

Ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს მოკვლევის პროცესში დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფის სახით და როგორც ადამიანური, ასევე ინტელექტუალური რესურსის სრული მობილიზებით შეიტანოს წვლილი პროცესის ჯანსაღად წარმართვაში.-აღნიშნულია განცხადებაში.