LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგის ქარდავას ადვოკატი: ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბრძანება საქართველოში ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის

103
მეგის ქარდავა

„მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ ​სასამართლო პროცესი გაიმართა, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის,“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ განაცხადა და დასძინა, რომ  ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პროცედურა ხელოვნურად იყო დაჩქარებული.

„სასამართლო გაიმართა, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის. ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში მოხდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროცედურა იყო ხელოვნურად დაჩქარებული და რომ უკრაინული სამართლებრივი რიგი ნორმები იგნორირებული იყო,“, – განაცხადა მაქსიმ სიჩენკომ.

ქარდავას უფლებადამცველის განცხადებით, გარდა ამისა, უკრაინას ამ წელს, სასამართლოსგან არ მიუღია დოკუმენტები იმისთვის, რომ ეღიარებინა ის იმ პირად, რომელსაც სჭირდება დამატებითი დაცვა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი კანონმდებლობით ამ ვითარებაში ექსტრადირების უფლება არ ჰქონდათ, თუმცა არ მოგვისმინეს. არის ბრძანება მისი ექსტრადირების შესახებ უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან, რასაც ჩვენ ვასაჩივრებთ და სასამართლომ  დღეს გადაწყვიტა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრძანება არის კანონიერი და შესაძლებელია მისი შესრულება“, – განაცხადა მაქსიმ სიჩენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ 2 დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ დაწერა და სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა,  დაიცვან მეგის ქარდავას უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურამ მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია 11 სისხლის სამართლის საქმეზე მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც იგი გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდადებული, ხოლო დანარჩენი საქმეები  შესაბამის სასამართლოებში არსებითად განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები