LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგის ქარდავამ უკრაინაში შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს – ადვოკატი

88

სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეგის ქარდავამ, უკრაინაში შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

ამის შესახებ მისმა  ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა, განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ამ საკითხზე მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უსაუბრია, თუმცა, იმის გამო, რომ ქარდავა საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს თავს,  ველიჯანაშვილი ვარაუდობს,  რომ შესაძლოა,  მან თავშესაფრი მოითხოვოს.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინის სასამართლო მისი ექსტრადირების მოთხოვნას სწორედ ამ მიზეზით არ დააკმსყოფილებს.

”ჩვენი ღრმა რწმენით, უკრაინის სასამართლო არ დააკმაყოფილებს ექსტრადირების მოთხოვნას, რადგან მეგის ქარდავას აქვს ყველაზე დიდი საფუძველი თავშესაფრის მიღების, ვინაიდან იგი საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ საქმეებზე დევნილად მიიჩნევს თავს. ეს არის სრული საფუძველი იმისთვის, რომ იქაურმა სასამართლომ ექსტრადირება არ განახორციელოს. ის ადამიანი გათავისუფლდება. პოლიტიკური თავშესაფარი თუ მიიღო, ინტერპოლის ძებნიდანაც მოხსნიან. ამ საკითხზე არასდროს მისაუბრია მასთან, არც კომუნიკაცია მაქვს, თუმცა მისი პოზიციიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს თავს, ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს,” – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ  უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს და მისი ექსტრადირება კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები