LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგი, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, დღეს გავიდა ერთი წელი, როცა…“ – მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

2453
megi

ქართველი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. შეგახსენებთ, რომ მან ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და ცუდად გახდა… სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მეგი ბაქრაძის დედა, ირმა ტეფნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

„მეგი, დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო… დღეს გავიდა ერთი წელი, როცა უკანასკნელად ნახე მამა, დედმამიშვილები, დისშვილები, ავთო ძია. შემდეგ წახვედი და გაიხურე შენი მშობლიური სახლის კარი… როცა უკანასკნელად მელაპარაკე. უკანასკნელად მითხარი, დე, ძალიან მენატრებიო… ნახევარი საათი ვილაპარაკეთ და მაინც არ გინდოდა, რომ ტელეფონი გამეთიშა, ნეტავ, რისი თქმა გინდოდა. შემპირდი, რომ ხვალ დაგირეკავო, ნემსს რომ გავიკეთებო და გელოდებოდი, დღესაც გელოდები, მე ხომ ყოველდღე გირეკავ, მაგრამ დუმს შენი ტელეფონი, აღარ მესმის შენი წკრიალა ხმა.

როცა იაკობმა დაგვტოვა, მაშინ ყველა ჩემ გვერდით იყავით, ახლა კი მარტო ვარ და ძალიან მიჭირს, მაგრამ ასე მგონია, გულის მაგივრად ქვა მიდევს მკერდში, რომ ამ ტკივილს ვუძლებ. დედმამიშვილის სიყვარული მე არ გამომიცდია, მშობლებმაც ადრე დამტოვეს. ქმარ-შვილით ვხარობდი და ეს სიხარულიც არ დამცალდა. ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი და შენი ძამიკოს სული…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები