LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

57
--2021-03-20-07-39-26-471598

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

როგორც ბაქრაძის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, დღესვე გახდება ცნობილი რეგულირების სააგენტოს დასკვნა.

აღნიშნულმა დასკვნამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა კლინიკაში პროცედურული დარღვევები.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ორშაბათს მზად იქნება შუალედური დასკვნა ექსპერტიზის ბიუროდან, ასევე რეგულირების სააგენტოდან. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნამ უნდა მოგცეს ინფორმაცია მეგის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით და რეგულირების სააგენტოს დასკვნამ უნდა დაადგინოს, იყოს თუ არა პროცედურული დარღვევები, იყო თუ არა ხარვეზი ჯანდაცვის სისტემაში. ორშაბათს პროკურატურა შეპირებულია, რომ სრულად გადმოგვცემს საქმის მასალებს, მათ შორის, მოლოდინი გვაქვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თუნდაც შუალედური დასკვნა გვექნება ხელთ და შეგვეძლება, გავშალოთ სურათი, ვიცოდეთ მეტი დეტალი და მივხდეთ, რა მოხდა რეალურად.”- აცხადებს ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები