საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ”მეგატექნიკა” გაფართოვდა. კომპანიამ ახალი ფილიალი ყაზბეგის N70-ში, ”გუდვილის” მოპირდაპირე მხარეს გახსნა. ახალ მაღაზიაში, რომელიც დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე განთავსდა,როგორც მსხვილი, ისე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი.
”გვაქვს უამრავი დასახელების ტექნიკა. ყველაფერი, რაც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება – კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორები, თავის მოვლისთვის საჭირო ტექნიკა და სხვა.. რაც მთავარია, ფასი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”მეგატექნიკას” მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა ჩიტაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”მეგატექნიკა” საქართველოში მსოფლიოში წამყვანი ბრენდების – ”ტოშიბას”, ”ჰითაჩის”, ”ფილიპსის”, ”სონის”, ”ჰაისენსის” ოფიციალური დისტრიბუტროია.
იმის გამო, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე საქმიანობის მე-20 წელს აღნიშნავს, ”მეგატექნიკას” ყველა ფილიალში მუდმივად მიმდინარეობს 20%-იანი ფასდაკლება სხვადასხვა ტექნიკაზე.
ცნობისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ”მეგატექნიკა” ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 20 ფილიალითაა წარმოდგენილი. მაღაზიები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშია განთავსებული.