„Independent“-მა 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. ექსპერტებმა მოიარეს ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, აშშ, ირლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, ბრიტანეთი თუ სხვა ქვეყნები და საყოფაცხოვრებო ბაზარი დეტალურად შეისწავლეს. მთავარ კრიტერიუმებს შორის – საშუალო შემოსავალი, საცხოვრებლის ღირებულება, საკვების ფასი და სხვა ყოველდღიური ხარჯები იყო. ყველაზე ძვირადღირებულთა სიაში კვლავ ჰონგ-კონგი ლიდერობს. მეგაპოლისი უკვე მე-7 წელია ამ ტიტულს არ თმობს. როგორც სპეციალისტები აფასებენ, ქალაქში ბინის შეძენა მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. მეორე ადგილზე სიდნეი (ავსტრალია) გავიდა, ლიდერთა სამეულს კი ვანკუვერი (კანადა) ასრულებს.
გასულ წელს ქალაქში ფასების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა და ამის გამო, მან რეიტინგში რამდენიმე პოზიციით აიწია. რაც შეეხება დანარჩენ ძვირადღირებულ ქალაქებს, მათ სიაში ასევე ოკლენდი, სან-ხოსე, მელბურნი, ჰონოლულუ, ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო მოხვდნენ.