LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგანის ჭკუაზე აცეკვებული“ – პრინცი ჰარი უკვე ყველა ფოტოზე უბედური ჩანს

288
პრინცი-ჰარი

ინტერნეტში გავრცელდა პრინცი ჰარისა და მეგა მარკლის უახლესი ფოტოები, რომელიც იამაიკაზეა გადაღებული. წყვილი ბობ მარლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებას დაესწრო, რომლის შემდეგაც წვეულება გაიმართა. როგორც ჩანს, წვეულებისთვის განსაკუთრებით მოემზადა მეგან მარკლი, რომელიც ბრწყინავდა „კაროლინა ჰერერას“ ულამაზეს შავ კაბაში. ანსამბლს Jennifer Meyer Jewellery-ის ძვირფასი სამკაული ამშვენებდა.

მედიის ყურადღება კი მიიქცია პრინცი ჰარის უღიმღამო სახემ, რომელიც ჯერ პრემიერაზე, მოგვიანებით კი, ცეკვის დროსაც, თითქოს ნაძალადევად იღიმოდა. ბოლო დროს ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობაზე სხეულის ენის ექსპერტების ბევრი მოსაზრება გამოქვეყნდა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასექსის პრინცი უწინდებურად ბედნიერი აღარ არის.

„მეგანის ჭკუაზე აცეკვებული“ , – წერენ კომენტარებში.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „წლის ყველაზე უიღბლო ჰოლივუდურ წყვილად” დაასახელეს

მეგან მარკლი, მამამთილის, მეფე კარლის იუბილეზე, დაქალების წრეში ერთობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები