LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგანი შეპყრობილია გამდიდრების იდეით და განრისხებულია ჰარის ფინანსური მდგომარეობით – ექსპერტი

181
მეგან-მარკლი

სამეფო ოჯახის ექსპერტი ტომ ბაუერი ამბობს, რომ მეგან მარკლი პრინცი ჰარით მხოლოდ ფულის გამო დაინტერესდა. მოგვიანებით კი საოცრად იმედგაცრუებული იყო, რადგან მისი ფინანსური მდგომარეობა არ მოეწონა. ბაუერის თქმით, მეგანი შეპყრობილი იყო გამდიდრების იდეით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ პრინცი ჰარი არც ისე მდიდარი იყო. ექსპერტი ამბობს, რომ მეგანისთვის გაუგებარი იყო ფაქტი, რატომ არ შეეძლოთ ეფრინათ კერძო თვითმფრინავებით.

სწორედ ამით ხსნის ტომ ბაუერი ჰარის გაუცხოებას სამეფო ოჯახის მიმართ. მისი მტკიცებით, ჰარიმ გააკეთა ყველაფერი, რომ მეგანის ოცნება სისრულეში მოეყვანა. სწორედ ამის გამო დათანხმდა „ნეტფლიქსის“ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობას, რომელმაც ოჯახს 150 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოუტანა და ამის გამო დაწერა წიგნი „სათადარიგო“, რომელიც ბესტსელერი გახდა.

„ჩემი მამამთილი ძალიან თბილი და საყვარელი კაცია“ – მეგან მარკლი მეფე ჩარლზზე

„გაცნობის დღეს მათკენ გავეშურე, მინდოდა ჩავხუტებოდი და მათგან მხოლოდ ცივი მზერა მივიღე“ – მეგან მარკლი პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონზე

„კარდაშიანებზე სამარცხვინოა“ – ცნობილი წამყვანი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალ სერიალზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები