LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგანი სჯობდა ქეითს, ის ხალხს უფრო უყვარდა და ეს ვერ გვაპატიეს“ – პრინცი ჰარი

410
პრინცი-ჰარი

დღეს „ნეტფლიქსმა“ დოკუმენტური სერიალის „ჰარი და მეგანი“ ახალი ეპიზოდი გაავრცელა, სადაც პრინცი ჰარი მორიგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჰარი და მეგანი მათზე პოპულარული წყვილი იყო:

„მეგანი სჯობდა ქეითს, მეგანი უკეთ ასრულებდა სამეფო ვალდებულებებს, ის ქეითზე უკეთესი იყო, უფრო უყვარდა ხალხს და ეს ვერ გვაპატიეს“ – ამბობს პრინცი ჰარი სერიალის ახალ ეპიზოდში.

ამბობენ, რომ განსაკუთრებით სკანდალური იქნება სერიალის ბოლო სამი ეპიზოდი, სადაც პრინცი ჰარი მოჰყვება მამასთან მძიმე საუბრის ეპიზოდს. საუბარია იმ მომენტზე, როცა ჰარიმ და მეგანმა სასახლიდან წასვლა გადაწყვიტეს და ამაზე სასაუბროდ, მეფე ჩარლზთან მივიდნენ. სწორედ ამ დროს, როგორც ჰარი ამბობს, მას უილიამი ბოლო ხმაზე უყვიროდა.

„გაცნობის დღეს მათკენ გავეშურე, მინდოდა ჩავხუტებოდი და მათგან მხოლოდ ცივი მზერა მივიღე“ – მეგან მარკლი პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონზე

„კარდაშიანებზე სამარცხვინოა“ – ცნობილი წამყვანი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალ სერიალზე

„არავინ იცის, რა ხდება დახურულ კარს მიღმა“ – ახალ ვიდეოში პრინცი ჰარი ატირებული მეგან მარკლის დამშვიდებას ცდილობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები