დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი 10 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. აღნიშნულ ფაქტზე თავად ბრაიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეგანი ფილმის გადაღებებზე სხვა ქვეყანაში გაემგზავრა.
„ძალიან მეტკინა გული, მე ის ყოველთვის მეყვარება და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც მუდამ ვეყვარები“, – განაცხადა ოსტინ გრინმა.
საქმე ისაა, რომ მეგანი ფილმის გადაღებებზე რეპერ Machine Gun Kelly-სთან ერთად გაემგზავრა. ახლა კი ირკვევა, რომ 34 წლის მეგან ფოქსი და 30 წლის რეპერი ერთმანეთს ხვდებიან. გასულ კვირას წყვილი კაფეში შენიშნეს, სადაც ისინი ყავას მიირთმევდნენ.
„მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და რომანტიკულ ურთიერთიობებში გადაიზარდა“, – აცხადებს ინსაიდერი
შეგახსენებთ, მეგანი და მისი ყოფილი ქმარი ერთად 10 წელი იყვნენს, ისინი 3 ვაჟს ზრდიან.