LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან ფოქსი 6 წლის ვაჟს კაბის ჩაცმის უფლებას აძლევს

2640
PAY-MAIN-PREMIUM-EXCLUSIVE-Striking-Megan-Fox-and-family-outing

მეგან ფოქსი 6 წლის შვილის გადაწყვეტილებას პატივისცემის ნიშნად ეხმიანება. ჰოლივუდის მსახიობმა და სამი შვილის დედამ “The Talk” -თან ისაუბრა, რომ ნოას  კოსტიუმების ხატვა და დიზაინის შექმნა უყვარს, მეტიც ბიჭუნა ზოგჯერ ტანსაცმლის შერჩევაში დედასაც ეხმარება.

მეგანი ამბობს, რომ ნოას აქვს თავისუფლება გამოხატოს საკუთარი თავი იმ გზით, როგორითაც თავად გადაწყვეტს.

მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ მის 6 წლის ვაჟს ისე უყვარს კაბების ჩაცმა, ერთხელ კაბით სკოლაშიც კი წავიდა.

„ყველამ დამცინა როცა საკლასო ოთახში შევედი, მაგრამ მე არ მაინტერესებს ეს“- უთქვამს მეგანისთვის შვილს.

„მე ვცდილობ ვასწავლო მას, რომ იყოს თავდაჯერებული – ვინ რას იტყვის უმნიშვნელოა“- ასე ეხმიანება მეგან ფოქსი 6 წლის შვილის გადაწყვეტილებას.

https://www.instagram.com/p/BXPJsv0gxwr/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BppZfQ4lCuC/?utm_source=ig_embed&utm_campaign=dlfix

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები